elene amashukeli's profile

Posters of Georgian poetry

Posters of Georgian poetry
ზღვისფერი გაქვს თვალები .. (კონსტანტინე გამსახურდია)

ზღვისფერი გაქვს თვალები და 
თავად გავხარ ზღვას, 
თუ არ შეგებრალები და, 
მისთხოვდები სხვას, 
მივატოვებ გაზაფხულზე 
თესვასა და ხვნას, 
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა 
და მტკვარს, 
ცეცხლს გავატან შენ სამყოფელს, 
შენ სიყვარულს ქარს, 
და მოგიკლავ, მოღალატევ, 
მაგ ნაფერებ ქმარს 
ზღვისფერი გაქვს თვალებიდა 
თავად ჰგავხარ ზღვას…
ყივჩაღის პაემანი (გიორგი ლეონიძე)

ყორღანებიდან გნოლი გაფრინდა, 
ყაბარდოს ველი გადაიარა, 
ისევ აღვსდექი! 
მუხრანის ბოლოს 
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან 
ხოდაბუნები თავთუხებისა, 
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია, 
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, 
მიწურვილ იყო 
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია 
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, 
შემოვამტვერე გზები ტრიალი, 
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, 
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება, 
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, 
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, 
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას, 
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...რ
ოგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები..
მოდი! 
გეძახი ათას წლის მერე, 
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა; 
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი 
და დრო ახალი პაემანისა!..

thank you!
Posters of Georgian poetry
Published:

Owner

Posters of Georgian poetry

Published: